გაკვეთილის გეგმის პორტფოლიო
მასწავლებლის სახელი,
გვარი მარინე მურჯიკნელი
საგანი: ინფორმაციული
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სწავლების
საფეხური: დაწყებითი
საფეხური მე-6 კლასი
მოსწავლეთა
რაოდენობა: 15
გაკვეთილის
თემა: ინფორმაციის
მოძიება, მოძიებული ინფორმაციის გადმოწერა და ორგანიზება
გაკვეთილის
მიზანი:
მოსწავლეები:
·
ისწავლიან ინფორმაციის
მოძიებას ინტერნეტში
- გადმოწერენ მოძიებულ როგორც ტექსტებს ასევე სურათებს
- გადმოწერილი ინფორმაციის გამოყენებით
შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს (ინფორმაციას უკეთებენ ორგანიზებას,
წარმოადგენენ ბუკლეტის სახით)
- შექმნილი რესურსის გამოქვეყნება სოციალური ქსელის
ვირტუალურ ჯგუფში
- იმუშავებენ
ინდივიდუალურად და წყვილებში, ჯგუფურად, პრაქტიკული დავალების შესრულების
შემდეგ ინფორმაციას ინახავენ პირად საქაღალდეში და ელ. ფოსტის საშუალებით
შექმნილ ნამუშევარებს გადაგზავნიან მასწავლებელთან.
წინარე
ცოდნა:
მოსწავლეებმა იციან ინტერნეტ ბრაუზერებთან მუშაობა, ელექტრონულ ფოსტით ინფორმაციის გაგზავნა, ტექსტურ რედაქტორში შაბლონებზე მუშაობა
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება გაკვეთილის
თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკის გაცნობა
|
ვერბალური
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკა
|
4 წთ.
|
2
|
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეები გაიხსენებენ : რა არის
ინტერნეტი, რა არის ვებ-გვერდი და ვებ-საიტი, შეგვიძლია თუ არა
საიტის მისამართის დაბოლოების მიხედვით ვიმსჯელოთ მის წარმოშობაზე?
რა არის ინტერნეტ ბრაუზერი, ინტერნეტში სანავიგაციო
ღილაკები, სამისამართო ველი, მენიუ. ჩვენება
ინტერნეტ ბრაუზერის პროექტორის გამოყენებით, შემდეგ მოსწავლეები
ჯგუფდებიან 1,2,3 სტიკერების საშუალებით, თითოეულ ჯგუფმა უნდა შექმნას
ასოციაციური რუკა „საიდან შეიძლება
მივიღოთ (მოვიძიოთ) ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია?“. ხდება ვარაუდების და თითოეული ჯგუფის პასუხების შეჯამება
|
კითხვა-პასუხი
პრაქტიკული სამუშაო
|
მთელი კლასი
ჯგუფური მუშაობა
|
პროექტორი, კომპიუტერები,
სტიკერები, ფლიბჩარტი, მარკერები
|
10 წთ.
|
3
|
მოხდება მასწავლებლის
მიერ ახალი მასალის ახსნა
თუ როგორ უნდა მოვიძოთ სასურველი ინფორმაცია, სასურველი
ინფორმაციის გადმოწერა როგორ ხდება ვიყენებთ (პრეზენტაცია)
|
დემონსტრირება,
მოდელირება
|
მთელი კლასი
|
პროექტორი, კომპიუტერი,
სახელმძღვანელო
|
8 წთ.
|
4
|
ახალი მასალის უკეთ ათვისებისა და
სიღრმისეული წვდომისათვის მოხდება ახლად შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად
შესრულებას მოსწავლეები ინდივიდუალურად ასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოს.
თითოეულმა მოსწავლემ უნდა მოიძიოს
ინფორმაცია თანამედროვე საოცრებების
შესახებ, გადმოწეროს ტექსტური ინფორმაცია, ასევე შესაბამისი ფოტოები. შეინახოს
ეს ინფორმაცია პირად საქაღალდეში.
|
პრაქტიკული მუშაობა (სწავლა
კეთებით)
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერები, სახელმძღვანელო
|
10 წთ.
|
5
|
პრაქტიკული სამუშაოს შესრულების შემდეგ მოსწავლეები
წყვილდებიან (მათემატიკური მოქმდებების მიხედვით, თითოეული მოსწავლე იღებს თითო ბარათს და წყვილდებიან შესაბამისი ბარათების მფლობელთან ), წყვილები თავიანთ ნამუშევარს
ელექტრონული ფოსტის საშუალებით უგზავნიან ერთმანეთს
რის შემდეგაც ყველა წყვილს ეძლევა დავალება
მოძიებული ინფორმაცია წარმოადგონონ ბუკლეტის სახით. იხსენებენ ტექსური
რედაქტორიდან შაბლონებს, ირჩევენ ბუკლეტის შაბლონს და უკვე მათ მიერ გადმოწერილი
ინფორმაციით ქმნიან ბუკლეტს. თითოეული წყვილის
მიერ შემქნილი ბუკლეტი ეგზავნება
მასწავლებელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით
ასევე მოსწავლეები ბუკლეტებს აქვეყნებენ
სოციალური ქსელის ვირტუალურ ჯგუფში
|
პრაქტიკული მუშაობა
|
წყვილებში მუშაობა
|
კომპიუტერი
|
10
|
6
|
მასწავლებელი ახდენს შეაფასებს მოსწავლეებს
წინასწარ მომზადებული რუბრიკის მეშვეობით.
ეძლევათ საშინაო დავალება მოიძონ თავიანთთვის
საინტერესო ინფორმაცია და გადაუგზავნონ მასწავლებელს
|
შეფასება
|
ინდივიდუალური, მთელი
კლასი
|
შეფასების რუბრიკები
|
3 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ციფრული
წიგნიერება
4. კომუნიკაცია და კოლაბორაცია
4.1. აცნობიერებს ელექტრონული კომუნიკაციის შესაძლებლობებს
აცნობიერებს,
რომ ელექტრონული კომუნიკაცია შესაძლებელია მიზნობრივ აუდიტორიასთან
5. ინფორმაციის მოძიება და კვლევა
5.1. ისტ-ის გამოყენება ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის დასაგეგმად
იყენებს
ისტ-ს
მოსაძიებელი ინფორმაციის დასახარისხებლად
ეძებს ინფორმაციას სხვადასხვა ციფრული რესურსიდან,
ღებულობს და
ახარისხებს ინფორმაციას
ის ტექნ. VI.3.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ინდიკატორები
·
ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში (მაგალითად: მონაცემთა ბაზა, ინტერნეტი, ფაილების სისტემა, ფაილი) ძიებისას, ადარებს სხვადასხვა
ციფრულ საშუალებას. აფასებს და მსჯელობს ერთი საშუალების უპირატესობებზე მეორესთან შედარებით;
·
ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო ფრაზების სინტაქსს. აფასებს და მსჯელობს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით;
·
აფასებს (მაგალითად, ადასტურებს ან უარყოფს) ინფორმაციის სანდოობას; მსჯელობს ინფორმაციის სანდოობის შესახებ. კრიტიკულად აფასებს მონაცემებს გამოყენების, ადეკვატურობის და აკურატულობის თვალსაზრისით;
·
იყენებს ისტ-ს იდეების და ინფორმაციის ორგანიზებისას. (მაგალითად, იყენებს ცნებების რუკას იდეების ორგანიზებისას და მთავარ იდეასა და დამხმარე დეტალებს შორის ურთიერთმიმართების წარმოსაჩენად).
ის ტექნ.
VI.4.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
ინდიკატორები
·
იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად;
·
იყენებს ისტ-ს ავტორებთან და ექსპერტებთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;
·
იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს (მაგალითად: იცავს ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს, ციფრული რესურსების მისაწვდომობის ნორმებს).
გაკვეთლის შეფასების რუბრიკა
|
||||
1
|
2
|
3
|
4
|
|
ინფორმაციის მოძიება
|
არ შეუძლია
ინფორმაციის და ციფრული მასალის მოიძება.
|
ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას
იყენებს საძიებო
სისტემებს. მოიძებს ინფორმაციას, მოძებულ
ინფორმაციაში ვერ გამორჩევს საჭირო ინფორმაციებს
|
ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას
იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს. მოიძებს ინფორმაციას, მოძიებულ ინფორმაციაში გამორჩევს საჭირო ინფორმაციებს
|
ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო ფრაზების სინტაქსს.
მოიძებს ინფორმაციას, მოძიებულ
ინფორმაციაში გამორჩევს ინფორმაციებს რომელებიც მიზანთან შესაბამისობაშია
|
მოძიებული ინფორმაციის გადმოწერა
|
მოძიებული ინფორმაციიდან ვერ ახდენს ინფორმაციის გადმოწერას და
შენახვას პირად საქაღალდეში
|
მოძიებული ინფორმაციიდან შეუძლია ტექსტის გადმოწერა
და შენახვა პირად საქაღალდეში.
|
მოძიებული ინფორმაციიდან ამოარჩევს
სასურველ ინფორმაციას როგორც ტექსტს ასევე სურათებს და ახდენს მის გადმოწერას და
შენახვას პირად საქაღალდეში, შეუძლია ინფორმაციის გადმოწერა
|
მოძიებული ინფორმაციიდან ამოარჩევს
სასურველ ინფორმაციას როგორც ტექსტს ასევე სურათებს და ახდენს მის გადმოწერას და
შენახვას პირად საქაღალდეში, ფლობს ინფორმაციის გადმოწერის ხერხებს
|
ინფორმაციის ორგანიზება
|
გადმოწერილი ინფორმაციიას ვერ უკეთებს
ორგანიზებას, ტექსტური ინფორმაცია და სურათები
არ არის შესაბამისობაში
|
გადმოწერილი ინფორმაციიას უკეთებს
ორგანიზებას, ხარვეზებით ასრულებს პრაქტიკულ დავალებებს. ვერ წარმოადგენს
დავალებას მოთხოვნის შესაბამისი
ფორმით, ტექსტური ინფორმაცია და
სურათები იშვიათად არის შესაბამისობაში
|
გადმოწერილი ინფორმაციიას უკეთებს
ორგანიზებას, ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს. წარმოადგენს დავალებას
მოთხოვნის შესაბამისი ფორმით, ტექსტური ინფორმაცია და სურათები უმეტესად შესაბამისობაშია
|
გადმოწერილ ინფორმაციას უკეთებს
ორგანიზებას, სთავაზობს დავალების
შესრულების ოპტიმალურ ვარიანტს, ასრულებს პრაქტიკულ დავალებებს. ქმნის საინფორმაციო ბუკლეტს დავალების მოთხოვნის მიხედვით.
ტექსტური ინფორმაცია და სურათები შესაბამისობაშია
|
მუშაობა წყვილებში
|
ვერ მუშაობს მეწყვილესთან ერთად, საჭიროების
შემთხვევაში ითხოვს დახმარებას. ვერ
იცავს დროის ლიმიტს.
|
მუშობს მეწყვილესთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მას, ანაწილებს სამუშაო ფუნქციებს და მოვალეობებს, საჭიროების
შემთხვევაში ითხოვს დახმარებას.
იშვიათად იცავს დროის ლიმიტს.
|
მუშობს მეწყვილესთან ერთად, ხშირად
ეხმარება მას, ანაწილებს სამუშაო
ფუნქციებს და მოვალეობებს, იცავს დროის ლიმიტს.
|
მუშობს მეწყვილესთან ერთად, საჭიროების
შემთხვევაში ეხმარება მას, ანაწილებს სამუშაო
ფუნქციებს და მოვალეობებს, იცავს დროის ლიმიტს.
|
ელოექტრონული კომუნიკაცია
|
ვერ იყენებს ელ. ფოსტას ელექტრონული
კომუნიკაციისთვის და ითხოვს დახმარებას
|
იყენებს ელ. ფოსტას ელექტრონული
კომუნიკაციისთვის, აგზავნის და იღებს წერილს. ვერ ახერხებს შექმნილი რესურსის გამოქვეყნებას ვირტუალურ
ჯგუფში
|
იყენებს ელ. ფოსტას ელექტრონული
კომუნიკაციისთვის, აგზავნის და იღებს წერილს, აცნობიერებს ელექტრონული
კომუნიკაციის როლს თანამედროვე
მიმოწერის დროს.უჭირს შექმნილი რესურსის გამოქვეყნება ვირტუალურ ჯგუფში
|
იყენებს ელ. ფოსტას ელექტრონული
კომუნიკაციისთვის, აგზავნის და იღებს წერილს, აცნობიერებს ელექტრონული
კომუნიკაციის როლს თანამედროვე
მიმოწერის დროს. ახდენს შექმნილი რესურსის გამოქვეყნებას ვირტუალურ
ჯგუფში
|
Comments
Post a Comment